ტყიბულში მეშახტეები დღეს 06:00 საათიდან გაიფიცნენ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება წარუმატებელი მედიაციის შემდეგ მიიღეს.

პროფკავშირების ცნობით, გაფიცვა მოძრაობის უბნისა და ზედაპირული კომპლექსის 400-მდე თანამშრომელს მოიცავს. ეს არის უბანი, რომელიც საშახტე მიმოსვლას ემსახურება.

“დასახელებული არ აქვთ ჯერჯერობით პროცენტი, რამდენ პროცენტს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელფასი შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის”, — თქვა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

მეშახტეების თქმით, ამჟამად მათი ხელფასი  450-800 ლარს შეადგენს, პოზიციების მიხედვით.

საქნახშირის კომპანიას ჯერ-ჯერობით კომენტარი არ აქვს, მას მაშინ გააკეთებე, როდესაც საკითხში გაერკვევიან.

Leave a Reply