“ჩვენ ერში არასდროს არცერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანები, არასდროს არ ჰქონიათ პრობლემა. მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკევული მარშების ჩატარება ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვიგებთ, როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო.

დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად მიმაჩნია რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply