მთელი გუნდის სახელით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი ჟურნალისტებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „პირველი არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს შრომას, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან.

„ჟურნალისტები არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებამდე ინფორმაცია მიაქვთ, მოვლენებს აშუქებენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალიან რთულ პირობებში არიან. მათი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს შრომას, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან. სამწუხაროდ, დღეს მოხდა მათზე ძალადობის არაერთი ფაქტი, რაც მიუღებელია, ვგმობთ და რა თქმა უნდა, ვემიჯნებით. თითოეულმა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, კანონის წინაშე უნდა წარდგეს და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Leave a Reply