„დღეს საქართველოს თავდაცვის ძლიერი ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირობის მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სენაკში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

„საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მსოფლი მშვიდობისთვის ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ, მხედრული მამაცობისთვის, დღეს 8 სამხედრო-მოსამსახურეს დავაჯილდოებ, რომელთა შორის არიან ის ჯარისკაცები, ვინც, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პირნათლად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში. დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირობის მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, საერთაშორისო მისიებში – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

17 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 22 ათასი ჯარისკაცი, როტაციის წესით, ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

Leave a Reply