ქ ე თ ე ვ ა ნ დედოფალის წმინდა ნაწილები საქართველოს სამუდამოდ უბრუნდება!
ქ ე თ ე ვ ა ნ ი (ქეთევან აშოთან I მუხრან-ბატონის ასული ბაგრატიონი), კ ა ხ ე თ ი ს მეფე დ ა ვ ი თ I-ის მეუღლე და 1601 წლიდან კ ა ხ ე თ ი ს დედეფალი გახლდათ. 1602 წელს დ ა ვ ი თ ი ს გარდაცვალების და 1605 წელს, ქ ე თ ე ვ ა ნ ი ს მაზლის – კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე ს მიერ მამის (ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე II-ის) და ძმის (გ ი ო რ გ ი ს) დახოცვის შემდეგ, ქ ე თ ე ვ ა ნ ი პატარა კ ა ხ ე თ ი თ, დიდი ი რ ა ნ ი ს წინაშე მარტო აღმოჩნდა, რომელიც მასაც და კ ა ხ ე თ ს ა ც აუწერელ საფრთხეს უქადდა. თუმცა ქ ე თ ე ვ ა ნ ი არ შედრკა და 1605 წელს ბ ე ლ ა ქ ნ ი ს ველზე ყ ი ზ ი ლ ბ ა შ ე ბ ი მწარედ დაამარცხა და ,,მიერთაგან განაგებდა კახეთს დედოფლობით”. ქ ე თ ე ვ ა ნ მ ა კიდევ არა ერთი საფრთხე ააცილა კ ა ხ ე თ ს, ხოლო 1614 წელს გ ა ნ ჯ ა შ ი შაჰ ა ბ ა ს I-ს ეახლა, თუმცა კ ა ხ ე თ ი უკვე ვეღარ დაიფარა. შაჰ ა ბ ა ს მ ა დედოფალი ქ ე თ ე ვ ა ნ ი 1620 წელს შ ი რ ა ზ შ ი გაგზავნა და იმამყული-ხან უ ნ დ ი ლ ა ძ ე ს დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა.
შაჰი გამაჰმადიანებისას ქ ე თ ე ვ ა ნ ს ირანის დედოფლობას სთავაზობდა, უარისას კი საშინელ სიკვდილს. უ ნ დ ი ლ ა ძ ე შეძრა ა ბ ა ს ი ს ბრძანებამ, რომელსაც ის 3 თვე მალავდა და ცალკე აქეთ ქ ე თ ე ვ ა ნ ი ს დარწმუნებას, ცალკე იქით ა ბ ა ს ი ს გადარწმუნებას ცდილობდა. ქ ე თ ე ვ ა ნ მ ა დაუფასა უ ნ დ ი ლ ა ძ ე ს ამაგი, თუმცა განუცხადა: ,,ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა!” ქ ე თ ე ვ ა ნ ი ს უარით გამხეცებულმა ა ბ ა ს მ ა დედოფლის საშინელი წამება ბრძანა, რაც 1624 წლის 12 სექტემბერს შ ი რ ა ზ შ ი მისი ჯალათების მიერ აღსრულდა.
გ ო ი ს ავგუსტინელმა ბერებმა ქ ე თ ე ვ ა ნ ი ს ნეშტის ნაწილები ი რ ა ნ ი დ ა ნ გაიტანეს. მისი წმინდა ნაწილები: საქართველოში (ა ლ ა ვ ე რ დ ი ს მონასტერში), ინდოეთში (გ ო ა და-გრასის მონასტერში), რომში (წმ. პ ე ტ რ ე ს ტაძარში) და ბელგიაში (ნ ა მ ი უ რ ი ს ტაძარში) ინახებოდა. ქ ე თ ე ვ ა ნ დედოფალი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო მის ღვაწლს პატივს მიაგებს მთელი ქრისტიანული სამყარო. დღეს კი ქ ე თ ა ვ ა ნ დედოფლის წმინდა ნაწილები სამუდამოდ უბრუნდება სამშობლოს, რათა თავისი მადლით დაიფაროს საქართველო!

Leave a Reply