“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის“, – აღნიშნული განცხადებადედაქალაქის მერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.
„კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი , ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი , რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა , პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის,არ ვარგა ეს, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა არის საჭირო. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც . ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქესთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა,ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები.ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ“
შეგახსენებთ-თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.

Leave a Reply