საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამორალურია, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს.

„ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ – ჩვენს საზოგადოებაში ატეხილ ერთგვარ აჟიოტაჟს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის პოლიტიკური აქტი. ვუსამძიმრებ მედიის ყველა წარმომადგენელს კოლეგის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა, ეს, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. ამით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა მის გარშემოა გაერთიანებული, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply