ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ბათუმში, ოპოზიციასთან და მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში, 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Leave a Reply