ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გავხსენით. ვისაუბრეთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოსა და რეგიონისთვის.

შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან” „შესაძლებლობების რეგიონად” გარდაქმნის ხელშეწყობას.

Leave a Reply