გივი მიქანაძე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე

„ორ თვე-ნახევრის განმავლობაში, კომისიამ ინტენსიურად იმუშავა, 16 სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. გამოავლინა ყველაზე პრობლემური, დისბალანსიანი უბნები. მათგან 20 უბანი გადათვალა, შედეგები შეადარა გადათვლის შემდეგ და მანამდე არსებულ შედეგებს. ვნახეთ, რომ განსხვავებები იყო მიზერული. ძირითად შემთხვევებში, ეს იყო 0.01-0.02%, რასაც, არანაირად არ შეიძლება, არსებითი გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ამ დრომდე, ამ პროცესში არმონაწილეობა, არა მხოლოდ როგორც წევრების, არამედ – არც მტკიცებულებების წარდგენა, არც დასწრება მიუთითებს მხოლოდ ერთზე; რომ მათ არანაირი არგუმენტაცია, არანაირი ფაქტობრივი მასალა არ აქვთ. ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მთელი 8 თვის განმავლობაში, მათი მხრიდან გაკეთებული მაღალფარდოვანი განცხადებები იყო სხვა არაფერი, თუ არა საზოგადოების სიცრუეში შეყვანა, მისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების, ე.წ. რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობა.

გამოვლენილი ხარვეზები ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა, რასაც, ასევე, არ შეიძლება, გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე“.

 

Leave a Reply