საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა არ აქვს, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის ეს არის ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება და განვითარება. მესამე მნიშვნელოვანი ამოცანა არის, რომელიც უკავშირდება ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალურ ზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ იყო, მე კიდევ ბევრჯერ ვიტყვი ამას, რომ მზად ვარ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის და ვადასტურებ ჩემს ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. 2008 წლიდან ვმუშაობ საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის არა ერთ წამყვან პოზიციაზე და დღევანდელ დღემდე არ ყოფილა არც ერთი კითხვის ნიშანი ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში,“ – აცხადებს გიორგი კალანდრიშვილი.

გიორგი კალანდრიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა.

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

Leave a Reply