საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. მმართველი გუნდი ამომრჩევლებს მშვიდ და პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ჰპირდება. “ქართულ ოცნებას” მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს.

“ჩვენ გვექნება მთლიანად პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც აგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველამ ვიცით, რა არის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, გაგრძელებული ნარჩენების გატანა, კეთილმოწყობა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით თუ რას გაუკეთებს მათ თითოეული მუნიციპალიტეტი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს იქნება ჩვენი კამპანიის შინაარსი. იგივეს სამწუხაროდ, არ ველოდებით ოპოზიციისგან, ტრადიციულად, მათგან ველოდებით ხელოვნურად გარემოს პოლარიზებას, თუმცა ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი და პოზიტიური,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Leave a Reply