“5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3.5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ასე შემდეგ, იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში.

დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში, ყველა ტურისტული ადგილი არის გადაჭედილი, ტურისტებით სავსე, ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს და ყველა ოჯახს”, -განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა. 

Leave a Reply