საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან, რათა ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკრაინის საჰაერო ბორტით დაბრუნდნენ ქვეყანაში.

“სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Leave a Reply