“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტიამ ჰააგის სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პანდემია გამოიყენა. ნათელაშვილის თქმით, “გენოციდის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია”.

“დღეს ჰააგის ტრიბუნალზე გაგზავნილია სარჩელი, ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხისთვის, კოვიდგენოციდის მოწყობის გამო. მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც იწვევს მასობრივ სიკვდილიანობას”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

Leave a Reply