ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი – 2024 წელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, ახლაც მზად ვართ“, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply