პარტია “ლელო საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა. ამასთანავე, მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება.

“ლელო საქართველოსთვის” დატოვეს – გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი “ლელოს” მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრები იყვნენ.

Leave a Reply