გიორგი ჭილაშვილი რეგალია

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში

დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესს მივადევნებ თვალს და აუცილებლად მოგაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, რადგან ეს არჩევნები შემდგომი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამ დროისთვის ყველა უბანი გაიხსნა დარღვევების გარეშე, მოქალაქეებს აქვთ უკვე ხმის მიცემის შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში, გადასატანი ყუთიც დროულად და მოწესრიგებულად გავიდა. დაწყება ძალიან კარგი გვაქვს და მივმართავ ცესკოს ესე ზედმიწევნით გააგრძელოს საქმიანობა.
ასევე მინდა მივმართო ყველა პარტიას, დაიცავით კანონი და ეკონტაქტეთ თქვენს წარმომადგენლებს, რადგან მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ უბანზე სრული დაკვირვება განახორციელონ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე. დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი ერთად ჩავატაროთ მშვიდობიანი და სტაბილური არჩევნები!
არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია!

Leave a Reply