მარიამ ცარციძე

მეტი ქალი პოლიტიკაში – რა პრობლემები აქვთ ქალებს პოლიტიკური კარიერის შექმნის დროს, რას ხედავენ ისინი და რა აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის.

როგორ გზას ირჩევენ პოლიტიკურ ასპარეზზე და როგორ უმკლავდებიან მამაკაცებთან კარიერულ ბრძოლას.

ქალი და პოლიტიკა – ჩვენი სტუმარია გულიკო ზუმბაძე.

 

მოგვიყევით თქვენი პოლიტიკური კარიერის შესახებ.

-ძალიან დიდი ხანია, რაც პოლიტიკაში ვარ ჩართული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობა დაიწყო,  ჩემშიც, როგორც ყველა ქართველში იღვიძებდა პროტესტის განცდა რუსეთის გავლენისადმი, მითუმეტეს მე ვმუშაობდი საავიაციო ქარხანაში, სამგორის რაიონში. ეს იყო ძალიან დიდი ქარხანა, მას ჰქონდა ხუთი საბავშვო ბაღში, სადაც ვიყავი  პედაგოგი. იმდენად დიდი იყო რუსეთის გავლენა საქართველოზე,  თუნდაც ბავშვთა აღზრდის საკითხებზე კრემლში მიღებული მეთოდოლოგია უნდა გამოგვეყენებინა, წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღში კრებები, ოქმები რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი და წარმოებული, არ იყო ქართულ ენაზე ყველა დოკუმენტი, რაც კი,შეიძლებოდა, იქმნებოდა რუსულ ენაზე, დიახ! მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზე! ძალიან იჩაგრებოდნენ ქართველი ბავშვები. ქართველ ბავშვს ეუბნებოდნენ, ადგილი არ არის ქართულ ჯგუფშიო და რუსულ ჯგუფში შეყავდათ მშობლებს, უნდოდათ ეს თუ არა! არანაირი არცევანი არ ჰქონდათ! აი, ეს ჩემში, როგორც პედაგოგში იწვევდა პროტესტს.

-თქვენც რუსულ ენაზე ატარებდით გაკვეთილს?

-მე ვიყავი ქართული ჯგუფის მასწავლებელი, რაოდენობრივად საბავშვო ბაღში, სადაც იყო 1000 ბავშვი,  იყო იქ ვთქვათ 8 რუსული ჯგუფი და 4 მხოლოდ ქართული.  მაშინ როდესაც აქედან , ვთქვათ 1000 ბავშვიდან 600 ბავშვი იყო ქართველი, აი  ამას მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება . პროტესტი ჩნდებოდა იქაც, რომ რუსულ ჯგუფებს ენიჭებოდათ უპირატესობა. მითუმეტეს ,მე ქართველი ბავშვიც მყავდა, რუსი ბავშვებიც მყავდა .

ბუნებით ვარ ძალიან ტოლერანტული, საოცრად და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის ეროვნებას, არც რელიგიას და არანაირი განსხვავებულობა ჩემთვის არ არსებობს, მაგრამ ვიყავით დაჩაგრული , წარმოიდგინეთ, დაჩაგრულ მდგომარეობაში საქართველოში, ქართველი მასწავლებლები , ამ კონკრეტულ რელიგიუმში, იმ კონკრეტულ , ასე ვთქვათ საწარმოსთან არსებულ საბავშვო ბაღებში. აი აქედან წამოვიდა ჩემი პროტესტი და შემდეგ უკვე ეროვნულმა მოძრაობამაც მომიწია, 9 აპრილიც მოგვიწია და შემდეგ ჩემმა პროტესტმა გადაინაცვლა უკვე აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მიმდინარეობაში და ცხოვრებაში. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მე ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია.

-მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განაცხადი,რომ მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს,რას ფიქრობთ თქვენ?

– დიახ, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა ასეთი განაცხადი , მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია  ოცდაათი ოქტომბერი. არჩევნების მეორე ტური,  რომ ისევ არ დაიწყოს ამ ხელისუფლებამ მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალდატანება. არჩევნები თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს.

დღევანდელ სასამართლოზე რას იტყვით? ხშირად გვესმის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა, თქვენ?  

-არა, სასამართლოს არ ვენდობი, ნამდვილად საჭიროა სასამართლო რეფორმა, საჭირო კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

-მეორე ტურზე რას იტყვით?

– მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს,წინ წავიწიოთ ხელისუფლების ცვლილებებისაკენ, პირველ როგში სამართლიანი სასამართლოს რეფორმა. ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა, კოალიციური მთავრობა…

-ელოდით თუ არაა თბილისში მეორე ტურს?

-კი, ველოდი და ხვათაშორის, კალაძის ამდენ პროცენტსაც არ ველოდი.  ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს დავუჭერთ მხარს . ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისის მთავრობა ჩამოაყალიბებს კოალიციას, ეს არის შესანიშნავი იმიტომ რომ საზოგადოება დაინახავს სხვადასხვა პარტიებს.

– მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ხართ პოლიტიკაში, იყავით სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მაინც რა გამოცდილება მიიღეთ ორი ოქტომბრის არჩევნებიდან?

-რაც შეიძლება ბევრ ამომრჩეველს უნდა შევხდე პირადად და ვესაუბროთ ერთამენთს,  ყველას არ აქვს ტელევიზორი, ყველას არ აქვს სოციალური ქსელი, ყველა რეკლამას სჯობს რომ ამომრჩევლეს შეხვდე პირადად. უშუალოდ, გულახდილად დაელაპარაკო.      

 

Leave a Reply