გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

არ უნდა ამას დიდი შესავალი მითუმეტეს, რომ ყველამ კარგად ვიცით ამ ე.წ. არასამთავრობოების და განსაკუთრებულად არჩევნებზე „დამკვირვებლებად“ მივლენილი იმ „არასამთავრობოების“ საქმიანობის მთავარი დანიშნულება, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან აფილირებულნი და ამ „პოლიტიკური ძალისგან“ ძუძუს გოჭებივით იკვებებიან.
ამის შესახებ ამ ცოტა ხნის წინ საჯაროდ გაცხადდა და მათი სახელწოდებებიც ყველასთვის ცნობილი გახდა, რასაც მათი მხრიდან წიოკი და ჩვეულ სტილში „ახტი-შემოტრიალდი“ მოჰყვა.
როგორც ჩანს ამ „ორგანიზაციებს“ ამაგი დაუფასდათ და დანარჩენების მეტი სტიმულირების მიზნით პლათფორმა 20/20-ის წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე, რომელიც ახორციელებდა „პროექტს“ „ხმის მცველი“, ნიკანორ მელიამ თავის „ადმინისტრაციაში“ საკმაოდ გვარიან თანამდებობაზეც დაასახელეს.
რა მაგის პასუხია და ამ ბოლო არჩევნებზე ხმებს დაცვა ნამდვილად არ დასჭირვებიათ, ჰოდა „ხმის მცველების“ ნაცვლად „ხის მცველები“ რომ ყოფილიყვნენ, ქვეყნისთვის ნამდვილად აჯობებდა, მაგრამ მათ ხომ ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია ნაცები იყვნენ კარგად და ქვეყნის ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია შეიტანონ.

Leave a Reply