დავით ჩიხელიძე

ხატია დეკანოიძე, ადამიანი რომლის ცხოვრების თანმდევი ხაზი არაპროფესიონალიზმი, ორმაგი სტანდარტი და ღალატი, ხატია ის ადამიანია ვინც უკრაინაში საპოლიციო რეფორმა ჩააგდო, დიახ ჩააგდო, რადგან მის მიერ გატარებულ რეფორმას არაერთი მსხვერპლი და კითხვის ნიშანი მოჰყვა, სამაგიეროდ ის დაუმეგობრდა უკრაინის შსს-ს მინისტრს, რომელიც მას მფარველობდა და ხატია ხელშეუხებელ პერსონად აქცია. ალბათ გაინტერესებთ ვინ იყო მისი მფარველი, არც მეტი არც ნაკლები არსენ ავაკოვი, ალბათ აღნიშნული პიროვნება განსაკუთრებით ნაცებს ეცნობათ, რადგან მათი ბელადი სააკაშვილი, ავაკოვს ღიად დაუპირისპირდა და მას რუსი კორუმპირებული ოლიგაქრი უწოდა, ხატია ერთის მხრივ სააკაშვილის ხელის გოგოა, მეორე მხირვ კი ავაკოვის (სააკაშვილის მტრის) მეგობარი, მერწმუნეთ უცნაური სამკუთხედია…..
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განწყობები რაც უკრაინულ საზოგადოებაში არსებობს, უკრაინელი პატრიოტები დეკანოიძის და ავაკოვის თანამდებობიდან გადაყენებას ჯერ კიდევ 2016 წელს ითხოვდნენ (ინფორმაცია ინტერნეტში მარტივად იძებნება) მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
ფაქტია, ხატია საკუთარი ქმედებით და ავაკოვთან მეგობრობით ცალსახად ემიჯნება სააკაშვილის პოლიტიკას, ეს ხდება უკრაინაში, საქართველოში კი პირიქით მიშას პოლიტიკის გამტარებელია. აღნიშNული ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია
ზოგადად პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ პოლიტიკა საჯარო სივრცე არის, ამიტომ თავს უფლებას მივცემ ხატიას ცხოვრების კიდევ ერთი ეპიზოდი გავიხსენო, ის თავს ნარკოტიკის შეძენა მოხმარების წინააღმდეგ მებრძლად გვაჩვენებდა, მაგრამ როდესაც ანალოგიური ბრალდებით მისი შვილი დააკავეს პოზიციები რადიკალურად შეცვალა….
ამ ყველაფრის, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან მარტივი კითხვა მაქვს, ხატიას მხარს როგორ/რატომ უჭერთ? მისი მხარდაჭერით მიშას ემიჯნებით თუ უბრალოდ ბრმად ასრულებთ დავალებას, როგორც ცხვარი მწყემსის ბრძანებას?
მე თქვენზე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ და მჯერა რომ ხატიას ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ თქვენს არჩევანს გადახედავთ! ხატია არ არის ის ადამიანი, რომელიც ქუთაისს და ქართულ პოლიტიკას განავითარებს, რეალურად ეს არის სკამს დახარბებული ადამიანი, რომელიც სკამის გამო საკუთარ ლიდერსაც კი გაწირავს, რომ არაფერი ვთქვათ უბრალო ადამიანებზე..

Leave a Reply