არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
ჩვენი უფლებებისთვის
თავმჯდომარე
დავით ლილუაშვილი
-რატომ მივდივართ დღევანდელ შეკრებაზე? იმიტომ რომ მკვლელებისა და ჯალათების პარტიას არჩევნების მეორე ტურის შედეგებით არ მიეცეს იმის იმედი,რომ მისთვის შესაძლებელია ხელისუფლებაში დაბრუნება! იმიტომ რომ “ქართული ოცნების” კანდიდატებმა უნდა მოიგონ მეორე ტურებში! ასე უნდა მოხდეს,სამართლიან არჩევნებში უნდა დამარცხდეს “ენმ”!
“ენმ” ყველაფერს აკეთებს და კადრულობს იმისთვის,რომ როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. დემაგოგია,შატნაჟი,პროვოკაციების მოწყობა,დესტაბილიზაციის აგორება,რევოლუციური სცენარით მოქმედებები,ეს არის მათი ხელწერა.ის,რომ კოალიციური მთავრობისთვის იღწვიან და ქვეყნის აღმშენებლობა უნდათ,ესეც არის “ენმ-ის” დემაგოგია და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.
რა კოალიციური მთავრობა?! რის მრავალპარტიული გუნდი?! სააკაშვილი არ იყო,რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს პარტიუკები და პოლიტიკანები ეძახა?!
და საერთოდ,2003 წელი არ იყო,რომ “ნაციონალები” კოალიციურად მოვიდნენ ხელისუფლებაში,მერე კი ყველა მოისროლეს?!
მივმართავ “ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს – დანაშაულში ბრალდებული პირების პერსონალური პასუხისმგებლობის გარდა,ასევე საჭიროა,რომ დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნისთვის მოხდეს “ენმ-ის” აკრძალვა! ქვეყნას სტაბილურობა და განვითარება სჭირდება და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ!

Leave a Reply