დავით ჩიხელიძე

მარიონეტები – ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც ბრძანებას რუსთავის ციხიდან იღებს, სოროსის ფონდის მიერ დატრენინგებულ, დაფრთიანებული ხალხი დღეს ფიზიკურად განვითარდა, რასაც მათ გონებაზე ვერ ვიტყვით, რადგან ისინი კვლავ რევოლუციაზე ფიქრობენ, რევოლუცია ეს წარსულში დაბრუნებაა, საქართველო დიდი ხანია გამოვიდა შუა საუკუნეების მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია კვლავ წარსულით ცხოვრობს, ვერ განვითარდა, ბრძოლის მეთოდები ვერ და არ შეცვალა. ხელისუფლების ორი გზა არსებობს, არჩევნები და რევოლუცია, როდესაც არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა რევოლუციაზე იწყებ ფიქრს, სწორედ ამიტომ მესმის ოპოზიციის, მათ ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, სწორედ ამიტომ ფიქრობენ რევოლუციაზე, თავის დროზე ისინი ხომ სწორედ რევოლუციაზე გადამზადნენ.
დღევანდელი ოპოზიცია რევოლუციაზეა დაპროგრამებული, მათი წინასწარ გაწერილი გეგმა, მხოლოდ სისხლს, ჯანყს და არეულობას მოიცავს. რაც გეგმადვე დარჩება, მათ ერთ რჩევას მივცემ, ცივი არაჟანი მიირთვით,(ტვინს კვებავსო ამბობენ) იქნებ ცოტა აზრზზე მოხვიდეთ და რეალობას დაუბრუნდეთ

Leave a Reply