გიორგი ჭილაშვილი

ზოგადად საზოგადოებას ჭირდება მშვიდი გარემო, იმისათვის რომ განვითარდეს. ასევე დროა რომ შეიცვალოს დაპირისპირების მეთოდები და პოლიტიკოსები უფრო გათანამედროვდნენ. დრომოჭმულად მივიჩნევ რევოლუციებს და მსგავს ამბებს, რადგან დღეს ყველანაირი არხები და გზები არსებობს ჩვენს თუ სხვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებებისთვის. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მეტად პრინციპულები და მათ ევალებათ რომ საკუთარი მხარდამჭერებიც გაზარდონ, გაზრდას კი ვერ მოიტანს, რაღაც რომ არ იცი როგორ დამთავრდება ასეთი მოწოდება, ვითომ მშვიდობიანად რევოლუციისკენ!
საერთაშორისო პარტნიეორების მოწოდება ყოველშემთხვევაში მე რაც მომისმენია მუდმივად მიმართულია სიმშვიდისკენ და დემოკრატიული პროცესების გააქტიურებისკენ რაც ყველამ უნდა გაიგოს, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი გახლავთ არჩევნები. საჭიროა, რომ მოსახლეობაში არ გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი პოლარიზება, ამიტომ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება.
არჩევნების პირველი ტურის შედეგი თუ მისაღები იყო, მაშინ მეორე ტურზე რა მოხდა? ან კიდევ ეს პარლამენტში შესვლა და გამოსვლა, თუ შედიხარ შედი, თუ არადა საერთოდ არ შეხვიდე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არც არჩევნები აინტერესებს ვინმეს და არაც მისი შედეგი, აქ მთავარი პირადი კეთილდღეობა და სხვის დაკრულზე ცეკვაა მთავარი.

Leave a Reply