ქეთი მიქაძე

პირველ რიგში, სანამ საუბარს დავიწყებთ, უნდა გთხოვოთ-სტატია ცოტა ვრცელი გამოვა და არ მიატოვოთ კითხვა შუა გზაში, როგორც არ უნდა მეცადა, ამაზე მოკლედ სათქმელს ვერ გეტყოდით, სათქმელი კი დღეს მართლაც მნიშველოვანია, სწორედ ის არის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ-ელემენტარული ინფორმაცია მაინც.

დღეს ერთ-ერთ ვერაგ დაავადებაზე-ფილტვის კიბოზე მინდა ვისაუბროთ. ხო, აქვე აუცილებლად უნდა გიტხრათ, რომ ფილტვის კიბო განაჩენი არ არის, მტავარია სწორად გავთვალოთ პრიორიტეტები სა გადავდგათ ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც გარანტირებულ შედეგამდე მიგვიყვანს.

ბოლო წლების განმავლობაში ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება გახდა და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ ადამიანს უდგენენ ამ დიაგნოზს. მხოლოდ 2018 წელს ფილტვის კიბომ 9,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეიწირა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება კონტროლს არ ექვემდებარება, უბრალოდ, ხალხში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება-კიბო  მაინც  არ  ინკურნება, ბევრ ადამიანს უკარგავს ექიმთან მისვლის სურვილს, ამას დავამატოთ საკმაოდ ძვირი მედიკამენტები, ძვირადღირებული დიაგნოსტიკა და ყველაზე მავარი – მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა.

რა არის ფილტვის კიბო?

ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომლის დროსაც ფილტვისა და ბრონქების ქსოვილებში შეინიშნება პათოლოგიური, ანომალიური უჯრედების ზრდა, რომლებიც იწყებენ გაყოფას და აყალიბებენ სიმსივნეს.

აქვე ჩნდება საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა-რა იწვევს დაავადებას?

სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მედიცინას მაინც შეუძლია პასუხი გასცეს ამ კითხვას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე ძლიერ რისკ-ფაქტორად მოწევას ასახელებს. მედიკოსების განმარტებით, ემთხვევათა 90%-ში სწორედ მოწევა ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზი. ამასთან, ფილტვის კიბოთი ავადდებიან არა მხოლოდ მწეველები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც იმყოფებიან მწეველებთან ერთად ერთ შენობაში, ანუ როგორც ამბობენ ე.წ. პასიური მწეველები.

სიმსივნის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს რადონის და აზბესტის გამონაბოლქვის ინჰალაციამ. ასევე დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს რადიოაქტიური გამოსხივება და ფიზიკურ და ქიმიურ კანცეროგენებთან კონტაქტი.

საინტერესოა ისიც, თუ როგორი გამოვლნებით ხასიათდება ფილტვის კიბო. უნდა ითქვას, რომ თავად კიბოთი დაავადებულმა ადამიანებმაც არ იციან გამოვლინების გზები და ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ის ეტაპი, როცა ყველაზე ეფექტურია ექიმთან მისვლა, ამიტომ მოდით კარგად ავხსნათ როგორ შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის კიბო.

კიბო შეიძლება გამოვლინდეს ფილტვებში ცვლილებისა და ვირუსული ინფექციების სახით. რისკ-ჯგუფში შედიან 50 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცები და ასევე ის ადამიანები, რომელთა ნათესავებიც დაავადებულნი იყვნენ ფილტვის კიბოთი (მემკვიდრეობითი მიდრეკილება).

სულ რამდენიმე ხნის წინ, მედიკოსები ამბობდნენ, რომ ფილტვის კიბოთი უფრო მეტად 50 წელს გადაცილებული ადამიანები ავადდებოდნენ, მაგრამ ბოლო წლების რეალობამ სრულიად შეცვალა სურათი და ფილტვის კიბო 50 წლამდე ასაკის ადამიანებშიც გამოვლინდა და თან არამწეველებშიც. ერთი კია – დაკვირვევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებში ეს დაავადება 5-ჯერ უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე ქალებში.

რისკ თუ არარისკ ჯგუფის ადამიანებმა უნდა იცოდნენ თუ რა სინპტომები აქვს ფილტვის კიბოს.

ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოხატული იყოს სისუსტით, შრომისუნარიანობისა და მადის დაქვეითებით, მომეტებული დაღლილობით, ქოშინითა და ხველით, რაც საბოლოოდ იღებს მუდმივ ხასიათს. აღნიშნული სიმპტომები არ არის სპეციფიკური, სწორედ ამიტომ, ხშირად, პაციენტები მათ ყურადღებას არ აქცევენ და ექიმს მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეწყებათ ტკივილი და განიცდიან სერიოზულ დისკომფორტს.

გვიან სტადიაზე ავადმყოფები შეიძლება განიცდიდნენ ტკივილს გულ-მკერდის არეში, იმ მხარეს, საითაც არის სიმსივნე. ხველას თან ახლავს სისხლიანი ნახველი. ავადმყოფი საგრძნობლად იკლებს წონაში, ეხლიჩება ხმა და ხელ-ფეხზე უშუპდება თითები.

ფილტვის კიბოს სიმპტომებში აგრეთვე შედის ყლაპვითი ფუნქციის დარღვევა და ლავიწზედა ლიმფური კვანძების გადიდება.

როგორც ყველა ონკოლოგიურ დაავადებას, ფილტვის კიბოსაც აქვს თავისი სტადიები.

  • სტადია 1– დაავადების პირველ სტადიაზე სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 3 სმ-ს, არ აღინიშნება მეტასტაზი ფილტვში. წარმონაქმნები მდებარეობს ერთი ფილტვის ფარგლებში.
  • სტადია 2– დაავადების3 მეორე სტადიაზე, სიმსივნე იზრდება და მისი დიამეტრი 6 სმ-ს აღწევს. წარმონაქმნები კვლავ არ სცდება ერთი ფილტვის ფარგლებს. იმ ლიმფურ კვანძებში, რომელთა მხარესაც მდებარეობს სიმსივნე, ერთეული მეტასტაზები იწყებს გაჩენას. პაციენტს უვითარდება სპეციფიკური სიმპტომები: სისხლიანი ნახველი და ტკივილი გულ-მკერდის არეში.
  • სტადია 3– მესამე სტადიის დროს სიმსივნე კიდევ უფრო იზრდება და აღემატება 6 სმ-ს და იწყებს ფილტვის მახლობელ ადგილებში შეღწევას. მეტასტაზები მოიცავენ ლიმფურ კვანძებს, მათ შორის საპირისპირო მხარეს მდებარე ლიმფურ კვანძებსაც. ავადმყოფს უვითარდება ქოშინი და სისხლიანი ნახველი.
  • სტადია 4– ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიაზე მეტასტაზები იწყებს გაჩენას ცალკეულ სისტემებსა და ორგანოებში. ავადმყოფი განიცდის ძლიერ ტკივილებს გულ-მკერდის არეში, პაციენტს უჭირს სუნთქვა, უხშირდება ხველა, ხველის შეტევებს თან ახლავს ჩირქიანი და სისხლიანი ნახველი.

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება არ ექვემდებარება მკურნალობას, აი, მივედით იმ აუცილებელ ელემენტარულ განათლების აუცილებლობაზე, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს,

ცუდი თვისებაა ის, რომ სანამ ძალიან ცუდად არ გავხდებით ექიმთან ვიზიტი აზრადაც არ მოგვდის, ან თუ სურვილი გვაქვს საშუალება არ არის, ამიტომაც არის, რომ დაგვიანებით დაწყებული მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ვერ იძლევა შედეგს.

დიახ, დაავადების მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაზე ხდება კიბოს გამოვლენა. ადრეულ სტადიებზე აღმოჩენილ კიბოს მკურნალობას მოსდევს პოზიტიური შედეგები, – ზოგიერთი პაციენტი სრულიად იკურნება კიდეც. ფილტვის კიბოს გვიანი გამოვლენა კი ხშირად მთავრდება დაავადებულის სიკვდილით.

მედიკოსები განმარტავენ, რომ განკურნებას განაპირობებს მკურნალობის არჩეული მეთოდები. თუ საერთოდ არ ტარდება მკურნალობა, ფატალური შედეგი დგება ორი წლის განმავლობაში. ქირურგიული ჩარევა 30%-ით ზრდის პაციენტის გადარჩენის შესაძლებლობას, ხოლო მკურნალობის რამდენიმე მეთოდის ერთდროული გამოყენება კიდევ უფრო ზრდის პაციენტის განკურნების შანსს.

ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას აუცილებელია ჩატარდეს სრული დიაგნოსტიკა, აი, აქაც დაკვირვებაა საჭირო და პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ეს არის სწორი კლინიკის შერჩევა, სადაც დაგვხვდება ახალი, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები.

კლინიკის შერჩევის შემდეგ იწყება დიაგნოსტიკა, რაც გვეხმარება სწორი მკურნალობის დაწყებაში.

მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა იწყება რენტგენოლოგიური გამოკვლევით, რომელშიც შედის ფლუოროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოგრაფია. აღნიშნული მეთოდები შემთხვევათა 80%-ში იძლევა სიმსივნის გამოვლენის საშუალებას.

ბრონქების შინაგან ზედაპირს იკვლევენ ბრონქოსკოპიით. ბრონქოსკოპის საშუალებით იკვლევენ ბრონქებისა და ტრაქეის ლორწოვან გარსს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმები აღმოაჩენენ ლორწოვანი გარსის შეცვლილ მონაკვეთს, აკეთებენ ბიოფსიას, რაც გულისხმობს უჯრედული მასალის აღებას მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევის მიზნით. ბიოფსია წარმოადგენს დიაგნოზის დადასტურებისა და შემდგომში სწორი მკურნალობის დანიშვნისათვის საჭირო აუცილებლობას.

იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი ფილტვის კიბოზე, ატარებენ ენდობრონქიალურ ულტრაბგერით გამოკვლევასაც. ენდობრონქიალური ულტრაბგერითი გამოკვლევა იმ ¬¬¬¬-პათოლოგიური წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელთა ზომაც რამდენიმე მილიმეტრს შეადგენს. აღნიშნული მეთოდი უსაფრთხო და უტყუარია.

ბრონქოსპულარული ელექტრომაგნიტური დიაგნოსტიკა კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისა და აუცილებელი მკურნალობის შერჩევის საშუალებას იძლევა.

დიაგნოსტიკა-მკურნალობა საკმაოდ დასაკვირვებელი და ცუდი მოსასმენია, მაგრამ ხანგრძლივი პროცესია, მედიკოსები ამბობენ, რომ კიბოს დასადგენად, სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოკვლევას წარმოადგენს, მაგრამ …აქაც არის ერთი საკმაოდ დიდი მაგრამ… როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თურმე შესაძლებელია ონკომარკერების მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს ნორმაში და ამასთან ერთად, ექიმებმა აღმოაჩინონ პათოლოგიური უჯრედები პაციენტის ნახველში. სწორედ ამიტომ, სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე, წარმოადგენს დამხმარე მეთოდს ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისას.

მნიშვნელოვანია ყველა პაციენტმა იცოდეს, რომ ფილტვის კიბო ჩვეულებრივ იყოფა მცირე-უჯრედულ და დიდ-უჯრედულ სახეობებად.

მოდით ვნახოთ რას გვეუბნება მედიცინა:

  • დიდ უჯრედული ფილტვის კიბო გვხვდება პაციენტთა 70-80% – ის შემთხვევაში. დაავადება სამ ქვე ტიპად იყოფა. დიდ უჯრედული კიბო შეიძლება იყოს ბრტყელ უჯრედოვანი, დიდ უჯრედული და ადენოკარცინომული. ბრტყელუჯრედოვანი კიბოს ტიპი გამოირჩევა სიმსივნის ნელი ზრდით. მას არ ახასიათებს მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა. ადენოკარცინომას პერიფერიულ კიბოსაც უწოდებენ, რადგან ატიპიური უჯრედები წარმოიქმნება მცირე ბრონქების ლორწოვანი გარსისაგან. დიდ უჯრედული ფილტვის კიბო დაავადების საკმაოდ იშვიათი ონკოლოგიური ფორმაა და შეადგენს ფილტვის კიბოს შემთხვევათა 3%-ს. ამ შემთხვევაში, სიმსივნე ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემებიდან.
  • მცირე-უჯრედულ კიბოს ახასიათებს აგრესიული ხასიათი და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. მეტასტაზები ჩნდება დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე, სიმპტომები კი თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე მოიცავს სხვა ორგანოებსაც. მცირე-უჯრედულ კიბოს ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. არსებობს მცირე-უჯრედოვანი კიბოს ორი სტადია: ადგილობრივი და გავრცელებული.

 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმსივნის ადგილმდებარეობასაც, თურმე სწორედ ადგილმდებარეობის მიხედვით, განასხვავებენ ცენტრალურ და პერიფერიულ კიბოს.

  • ფილტვის ცენტრალური ტიპის კიბოს შემთხვევაში, სიმსივნე წარმოიქმნება მსხვილ და საშუალო ბრონქებში.
  • ფილტვის პერიფერიული ტიპის კიბოს შემთხვევაში, წარმონაქმნი ფორმირდება ფილტვების პერიფერიულ ნაწილებში, ხოლო დაავადების სიმპტომები ვლინდება გვიან.

ფილტვის კიბოს სკრინინგი და მისი ადრეული დიაგნოსტიკა იძლევა დადებითი შედეგების მიღწევისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას, ნებისმიერ ტიპის კიბოს არსებობის შემთხვევაში, მთავარია დროულად მივმართოთ ექიმს და არ დაგვიანდეს მკურნალობის დაწყება.

მკურნალობის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია და არის შემთხვევები, როცა პაციენტები ბოლომდე ვერ უძლებენ და უარს აცხადებენ მკურნალობის გაგრძელებაზე, რაც ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა. სხვათაშრის, ესეც შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ პაციენტებმა ბევრი არაფერი იციან დაავადების და მკურნალობის შესახებ, ამიტომ ყოველთვის საჭიროა თავად გავეცნოთ სამედიცინო ინფორმაციას და აქვე მცირე გადახვევასაც გავაკეთებ და გკითხავთ-როდესაც მედიკამენტს იღებთ, ეცნობით ანოტაციას?დრწმუნებული ვარ უმეტესობა არც კი ინტერესდება თუ რა წერია იმ ფურცელზე, რომელიც ნებისმიერ წამალს მოყვება-არადა ნამდვილად უნდა დავინტერესდეთ.

ასეა მკურნალობის დროსაც-პაციენტმა უნდა იცოდეს ფილტვის კიბოს მკურნალობოს სხვადასხვა მეთოდები და თავად აარჩიოს, თუ რომელი მეთოდია მსთვის უფრო მისაღები.

დავიწყოთ რადიოთერაპიით.

რადიოთერაპიას ანუ სხივურ თერაპიას იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც დაუშვებელია პაციენტის ოპერირება. ეს ხდება მაშინ, თუ სიმსივნე ძალიან დიდია, ან პაციენტს დაუდგინდა თანმხლები დაავადებები, ანდა თავად პაციენტი აცხადებს უარს ოპერაციაზე.

რადიოთერაპიის ჩატარების დროს სიმსივნეზე გავლენას ახდენს რადიაცია. სიმსივნური უჯრედები სხივების მიმართ მეტ მგრძნობელობას ავლენენ, ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილები. ამიტომ ისინი უფრო სწრაფად ნადგურდებიან. დასხივებას ექვემდებარება არა მხოლოდ წარმონაქმნი, არამედ მეტასტაზური უბნებიც. სხივურ თერაპიას იყენებენ როგორც დიდ უჯრედული, ისე მცირე უჯრედული კიბოს შემთხვევაში.

სხივური თერაპია იყოფა დისტანციურ რადიოთერაპიად და მაღალდოზირებულ ბრაქითერაპიად. დისტანციური რადიოთერაპია გულისხმობს სიმსივნური უჯრედების დასხივებას გარეგანი წყაროს მეშვეობით, რომელიც არის ადამიანის სხეულის გარეთ. მაღალდოზირებული ბრაქითერაპიის შემთხვევაში კი დასხივების წყარო გადაინერგება პაციენტის სხეულში. იგი შეიძლება მოთავსდეს, როგორც სიმსივნის გვერდზე, ასევე ავთვისებიანი წარმონაქმნის შიგნით.

ონკოლოგიის ცენტრში იყენებენ ფილტვის კიბოს მკურნალობის ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიც არის IMRT Rapid Arc. ამ მეთოდის დროს დასხივებას ექვემდებარება მხოლოდ სიმსივნური უჯრედები, ჯანმრთელი ქსოვილები კი რჩება ხელუხლებელი.

ქიმიოთერაპია 

ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს, რომელიც გულისხმობს ისეთი პრეპარატების მიღებას, რომლებიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, ხელს უშლის მათ ზრდას და ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგ. ქიმიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტს უკვე გავლილი აქვს რადიოთერაპიის კურსი. ფილტვის კიბოს გვიან სტადიებზე ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის თითქმის ერთადერთ მეთოდს.

არ ვიცი რამდენად გასაგებ ენაზე გესაუბრე, მაგრამ იმედს ვიტოვებ აუცილებლად დაგაფიქრებთ სტატიაში დაყენებული საკვანძო საკითხი – ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი უარს ნუ იტყვით დიაგნოსტიკაზე და არ დააგვიანოთ მკურნალობის დაწყება.

ხო, კიდევ ერთი-ნურასდროს გადაიწურავ იმედს-თუ თქვენ განზრახული გაქვთ, განიკურნოთ ფილტვის კიბოსგან, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ თქვენს ქალაქში მდებარე ჰოსპიტლებით. მიმართეთ საზღვარგარეთის კლინიკებს, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომი ვარიანტია.

ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამდროვე მეთოდებზე და სახელმწიფოს როლზე მკურნალობაში, შემდეგ სტატიაში ვისაუბროთ, იქამდე კი მოგვწერეთ თქვენი მოსაზრება, ისტორია, გამოცდილება.

Leave a Reply