დავით ჩიხელიძე

ზურაბიშვილის სახით საქართველოს პირველი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი ყავს, რა თქმა უნდა ზურაბიშვილი არ არის იდეალური და მისი გარკვეული გადაწყვეტილებები ჩემში კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ ფაქტია, მისთვის ამოსავალი წერტილი საქართველოს მოსახლეობა და სახელმწიფოებრიობა.
პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, ნამდვილად ევროპული სტანდარტის, ევროპული სტილის ლიდერის გამოსვლა იყო, რომელმაც ყურადღება ქვეყნისთვის ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. ვისურვებდი ზურაბიშვილმა ასე გააგრძელოს, იყოს თანმიმდევრული და ობიექტური, როგორც ახლა. კარგია, რომ პრეზიდენტი საკუთარი სიტყვის ერთგულია, ის სააკაშვილის შეწყალებას არც კი განიხილავს, რადგან ეს სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა იქნება, მისი(სააკაშვილის) ციხეში ყოფნა სამართლებრივად დასაბუთებულია და საღად მოაზროვნე ადამიანში, კითხვის ნიშნები მის შესაძლო პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული დრო არჩევნებს დაეთმო, არჩევნებთან დაკავშირებით მის შეფასებას სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რადგან 2021 წელს ჩვენ თვისობრივად განსხვავებული და საინტერესო არჩევნები მივიღეთ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად წარიმართა

Leave a Reply