დავით ლილუაშვილი

“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის”
თავმჯდომარე

-არჩევნებთან დაკავშირებით რას აპროტესტებს “ენმ”?
იმას,რომ დემოკრატიულად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით,ის შედეგი მიიღო,რომელსაც ადრე სიზმარშიც ვერ ნახავდა?!
იმას,რომ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგად ისე მოძლიერდა,რომ ახლა რევოლუციით იმუქრება?!
იმას,რომ ძალადობრივი რიტორიკისა და დესტრუქციული მოქმედებების მიუხედავად ხელშეუხებელია?!
იმას,რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არჩეული მერი ჰყავს,ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტის საკრებულოში,ან უმრავლესობაშია,ან “ქართულ ოცნებასთან” თანაბარ პირობებში?!
პარადოქსების ქვეყანა ვართ,თორემ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნისთვის და ახლა ოპოზიციაში ყოფნისას,რევოლუციური სცენარით მოქმედებისთვის,წესით “ენმ” აკრძალული უნდა იყოს და არა იმ მდგომარეობაში,რომელშიც იმყოფება!

Leave a Reply