დავით ჩიხელიძე

ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ აქტივისტებში და პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მესიჯი ჩაშალა, რომლის მთავარი არსი ის არის, რომ სააკაშვილი ციხიდან გაიტაცეს, რეალურად სააკაშვილი არავის არ გაუტაცებია, უბრალოდ ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა, სადაც მისი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გასვლის კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, აღნიშნული კადრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიშას გარემოცვა სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სააკაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა სურდა, ეს მისი და მისი მომხრეების ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, იუსტიციის სამინისტრომ პატიმრის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, რაც ერთგვარი პრევენციის ხასიათის მატარებელი ქმედებაა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
ბოლო დღეებში იუსტიციის მინისტრი გარკვეული ელემენტების თავდასხმის სამიზნე გახდა, რატი ბრეგაძე კანონის შესაბამისად მოქმედებს რაც მის სიძლიერეზე მიანიშნებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი ყველა და ყველაფერი სძულს რაც კანონთან ასოცირდება, მათი მმართველობის ხაზი ხომ უკანონობაზე და ადამიანთა ტერორზე გადიოდა

Leave a Reply