ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ პირობებს განმარტავს, რომლითაც, 60 წლისა და უფროსი ასაკის ვაქცინირებული ადამიანები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ.

უწყება განმარტავს, რომ ფულად დანამატს მიიღებენ ის პენსიონერები, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ და ის პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება.

სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს.

ის ბენეფიციარები, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

Leave a Reply