მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს. ამის შესახებ ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ხოშტარია Facebook პოსტში აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და სანამ ექსპრეზიდენტს კერძო კლინიკაში არ გადაიყვანენ, არც მედიკამენტებს მიიღებს და არც გადასხმებს გაიკეთებს.

Leave a Reply