საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეშინია და სწორედ იმიტომ არ მიეცა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სხდომის პირდაპირ ეთერში გაშუქების უფლება.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს.

Leave a Reply