მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი  თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს. 

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატურები საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  დაასახელა.

Leave a Reply