მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში  პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და ალტერნატიული კომისიის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულეს.

როგორც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნეს, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.

-“გადაღლილია. ტესტების რეზულტატები ვნახე, ზოგი კარგია, ზოგი არც ისე კარგი. საგანგაშო არაფერია, მაგრამ საყურადღებო ნამდვილად არის პრეზიდენტი იმიტომ, რომ კიდევ ავადმყოფობს. ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია”– განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ოთარ თოიძის თქმით კი “მისი ნევროლოგიური სტატუსი არ უმჯობესდება, რჩება ისევ საყურადღებოდ”.

Leave a Reply