3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.

როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ საგარეოში.

Leave a Reply