კულტურის სამინისტროს შეფასებით, ბაგრატის ტაძრის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ეკუთვნის, თითქოს ტაძარში მძიმე მდგომარეობას ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

“მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული “სარესტავრაციო სამუშაოების” შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა, რის შემდეგაც შედგება ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

Leave a Reply