ანა ქუბრიაშვილი

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში კიდევ ერთი შესწორება შევა. საინტერესოა რას გულისხმობს და რა შედეგები მოჰყვება აღნიშნულ ინიციატიავს.

სწორედ ამ თემაზე , საარჩევნო ექსპერტს გიორგი ჭილაშვილს ვესაუბრეთ.

-ვის ეკუთვნის ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების ინიციატივა?

– მოვიკითხე  ეს თემა და შალვა პაპუაშვილს და ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის ინიციატივა.

-რატომ გახდა აუცილებელი ან შესაძლებელი,რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვლილიყო?

-ჩემი აზრით ანა, ეს პოლიტიკური ნიუანსია,  რადგან დიდი ალბათობით არ დაუჭერს მხარს ოპოზიცია და კიდევ გაიწელება არჩევა და ამიტომ. ერთის მხრივ, არ არის მთლად სასიამოვნო გადაწყვეტილება პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ მეორეს მხრივ მესმის. კალანდარიშვილმა გააკეთა და გაატარა მართლაც უმნიშვნელოვანესი ცვდლილებები

ანუ მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნა, გაზარდა წევრების რაოდენობა საარჩევნო ყველა დონის კომისიაში ოპოები, პლუს კრწანისის მოდელი გაიტანა ოპოზიციის , ვიდეოფიქსაცია და ფაქტიურად ცესკო რომელიც აქამდე იყო ჩაკეტილი ამაზონის ჯუნგლები გახადა ბევრად უფრო გამჭვირვალე ხო, მიუხედსვად ამისა, ოპოზიცია ალბათ არ დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას ეს იციან და ამიტომ წინასწარ ამზადებენ სამართლებრივ ფორმას, ეს მე და შენ შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ პოლიტიკური სვლაა, უბრალოდ ჩვენ გვჭირს ერთი უბედურება არ ვიცით კარგის დანახვა და აღიარება, ანუ ოპოზიცია ხარ თუ ხელისუფლება კარგიც და ცუდიც ერთნაირად უნდა დაინახო და ისაუბრო თუ ობიექტურობაზე გაქვს პრეტენზია.

-არის თუ არა ცნობილი რომელი ახალი წესით აირჩევენ ცესკოს თავმჯდომარეს?

-100 დეპუტატის ხმით, თუ არადა უბრალო უმრავლესობით, ამაზეა საუბარი.

-ანუ როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას თავმჯდომარის არჩევაში?

კიი, რა თქმა უნდა,  მაგრამ ნახე  მაგალითად, უმრავლესობამ წარმოადგინა გიორგი კალანდარიშვილი და გავიდა კენჭისყრაზე , მაგრამ ვერ მოხერხდა 100 ხმის მოგროვება ანუ ოპოზიციამ არ მისცა ხმა, ამის შემდეგ მეორე მოსმენის წესი იქნება, რომ თუნდაც 70 ან 80 ან 90 ხმით განწესდება თავმჯდომარედ.

– როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენლები?

თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი უმრავლესობის მიერ დაინიცირდა კარგად. ოპოზიცია როგორ შეხვდა ეგაა მთავარი. მაგრამ მე თუ დამიჯერებ, რომელიც  ამ ეტაპზე  არსად არ ვარ და არავისთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს. გიორგი კალანდარიშვილი გულწრფელად კარგი მენეჯერი და კარგი ადამიანია. მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია.

-თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ცვლილება?

-ჩემი აზრით, ცვლილება ზოგად პროცესს შეიძლება აზიანებდეს, მაგრამ ამ მოცმეულობაში პოლიტიკურად მისაღებია, რადგან მაშინ ოპოზიციამ უნდა დაასაბუთოს რატომ არ აძლევს ხმას . ზოგადად, დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან არ ხდება დამოკიდებულებებს ვგულისხმობ. კადრი თუ კარგია, რატომ არ შეძლება მხარი დავუჭიროთ, ეს რომ იცის მმართველმა გუნდმა, ამიტომ მოამზადა ეს ცვლილება, რომელიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ გამართლებულია.

Leave a Reply