საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს მრავალფუნქციურ/მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს. ამ პროცესში წამყვან როლს, Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, „Rothschild & Co“ შეასრულებს და ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Leave a Reply