დავით ქაცარავა

გრემისხევის თავზე ორკები აგრძელებენ საოკუპაციო მინი-ბაზის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ბაზის განვითარების გარდა, გრემისხევის ქედზე გამავალ ახალგორის გზაზე დავაფიქსირეთ სანგრები, რომლებიც ჩვენი დაკვირვების შედეგად უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ იყო და მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაჩნდა.
ვინაიდან ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებში(ორკების მიერ მომზადებული ბორდერიზაციის ახალი გეგმა) გრემისხევის თემის რამდენიმე სოფლის ტერიტორია ყვება ახალი ბორდერიზაციის საზღვრებში, ვთვლით, რომ ორკების ნებისმიერი აქტივობა აღნიშნული ტერიტორიების მახლობლად წარმოადგენს ახალი ოკუპაციის მზადების პროცესს.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ ხელისუფლებისგან წარმოადგინოს საოკუპაციო რეჟიმის ახალი საოკუპაციო გეგმის საწინააღმდეგო მკაფიო, პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი და გეგმა, თუ როგორ აპირებს აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებას.
პ.ს. იმედია, ამ ბაზის მშენებლობას და სანგრების გათხრას ისევ ჩვენ არ დაგვაბრალებთ.
ხეების შეღებვა და ოკუპანტებისთვის შესაღობი ტერიტორიების მარკირება არ დაგვვიწყებია, რასაც თქვენი შნირები გვაბრალებდნენ და ავრცელებდნენ სოფლებში, რათა ჩვენი მოძრაობა გაეშავებინათ.

Leave a Reply