დღეს კანონმდებლები აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მესამე მოსმენით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ცვლილების თანახმად, პირთა გარკვეულ წრეს ონლაინ თამაშებზე წვდომა აღარ ექნება. დგინდება ასაკობრივი ზღვარიც – 25 წლამდე მოქალაქეებს, ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ.

დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და მათი ვებგვერდებზე განთავსების აკრძალვაც. აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება, ტელევიზიების წარმომადგენელთა თხოვნით, ნაცვლად 1-ლი იანვრისა, მარტიდან აიკრძალება.

Leave a Reply