აბა ბიბილაშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება, რომ საცხოვრებელ სახლებს აღარ დასჭირდებათ არქიტექტურული და საინჟინრო კონსტრუქციული პროექტები არის მავნებლობა, რომელსაც მოჰყვება უმძიმესი შედეგები.
90-იანი წლების განუკითხაობის შემდეგ, როგორც იქნა გარკვეული საკითხები წესრიგში მოექცა, ადამიანებმა დაიწყეს პასუხისმგებლობის აღება თავისი გარემოს, ეზოს და საცხოვრისის ვიზუალურ, ესთეტიური გადაწყვეტილებასა და მდგრადობაზე.
თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, მშენებლობის უსაფრთხოების, ან თბოდანაკარგების, ენერგორესურსების გადაჭარბებული ხარჯვის და კანცეროგენული უხარისხო მასალების შემოტანის კუთხით.
იქნებ ერთი ოჯახის წევრების რაოდენობა არასაკმარისი თავია რომ მათ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეც იზრუნოს ხელისუფლებამ?
ჩვენი პროფესიული საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იქნება ამ უპასუხისმგებლო საკანონმდებლო ინიციატივის.
მინისტრის კომენტარი იხ
https://publika.ge/sivrciti-dagegmarebis-kodeqsshi-mnishvnelovani-cvlilebebi-igegmeba-ministri/?fbclid=IwAR3ICXpHpWg8uWmI0U_NNEYwi8SiHmdDJtdveiMTpfKRWWDkZV2MEuuayiE

Leave a Reply