ანა ქუბრიაშვილი

აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

ინფორმაციას ”საკრებულოს აპარატის უფროსი გოჩა ხურცილავა ადასტურებს. მისი თქმით, საკრებულომ მიიღო ლევან მაკალათიას განცხადება საკრებულოს წევრის მანდატის ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.

მაკალათია 2017-2021 წლებში აბაშის მერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის არჩევნების შემდეგ კი აბაშის საკრებულოს დეპუტატი გახდა და რამდენიმე კვირის წინ, ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს.

Leave a Reply