ანა ქუბრიაშვილი

არსებობს სტერეოტიპი,რომ რთულია იყო წარმატებული და შეუთავსო პროფესია და ოჯახი ერთმანეთს, გთავაზობთ წარმატებული ქართველი ჟურნალისტის,საავტორო გადაცემის “ბი – 612 -ის”ავტორის,მარიამ გელაშვილის ინტერვიუს,რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ ოჯახისა და პროფესიის შეთავსება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

-როგორ გაჩნდა იდეა მსგავსი ფორმატის გადაცემის გაკეთების და რატომ ჟურნალისტიკა?

-პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ჯერ კიდევ უნივერისტეტის დამთავრებამდე აღმოვაჩინე, რომ სწორედ კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქება, ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების მოსმენა და მათი შემოქმედების შესახებ მკითხველისთვის თუ მსენელისთვის ინფორმაციის მიტანა მანიჭებდა დიდ სიამოვნებას. ვაწყობდი პოეზიის საღამოებს, ერთ-ერთ საუნივერსიტეტო რადიოში მქონდა გადაცემა სადაც ასევე კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს ვიწვევდი და მათ შემოქმედებას ვაცნობდი მსენელს. მოგვიანებით ისე მოხდა, რომ მედიცინიის სფეროში აღმოვჩნდი და იქ განვაგრძე საქმიანობა, თუმცა პარალელურად მაინც ვხვდებოდი ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებზე. ყოველთვის მინდოდა ასეთი ადამიანების შესახებ სულ უფრო მეტ ადამიანს სცოდნოდა, გადაცემის გაკეთებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვა და ასეა ახლაც, თუმცა მიხარია, რომ გადაცემიდან გადაცემამადე სულ უფრო მეტი მაყურებელი გყვავს. ასევე დავამატებ, რომ გარდა ხელოვანებისა აუცილებლად მეყოლება სტუმრად სხვა დარგის წარმომადგენლებიც და თუ რატომ ჟურნალისტიკა? ალბათ ბავშვობის ამბებმა განაპირობა ეს, როგორც ყველას მეც მიყვარდა სარკის წინ თამაში და ასევე პატარა ასაკში დავდიოდი სტუდიაში სადაც ბავშთა გასართობი გადაცემები მიმყავდა და ვფიქრობ ამ დროს მოვიწამლე ტელევიზიის სიყვარულით.

-სად შეუძლია მაყურებელს გადაცემის ყურება?

– გადაცემები ტელეკომპანია ახალზე გადის და ფეისბუქ გვერდზე სახელწოდებით ‘’ბი-612’’-იზე თავსდება. ინტერნეტი – სოციალური ქსელი დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი, ამაზე მოწმობს ჩვენი გადაცემების გამოხმაურებები, საიდანაც ირკვევა, რომ როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი ადამიანები უყურებენ, აფასებენ გადაცემას, ასევე გამოთქვამენ სურვილს გადაცემაში ამა თუ იმ უკვე კარგად ცნობილი ავტორების თუ ნიჭიერი ახალგაზრდების მოწვევის შესახებ.

-მარიამ, თავად თუ გიკავშირდებიან გადაცემაში მონაწილეობისთვის თავიანთი სურვილით?

-ძირითადად სტუმრებს ჩვენ ვუკავშირდებით და ვიწვევთ, თუმცა კი, დაურეკავთ რომ სურთ საკუთარი სიმღერების, ლექსების, ნოველების თუ სხვა სახის შემოქმედების შესახებ ჩვენს გადაცემაში საუბარი, რა თქმა უნდა, ეს კარგია, იმიტომ რომ ხშირად ასე რომ ვთქვათ, გადაჭარბებული თავმდაბლობის გამო არაერთი გენიალური ნაწარმოები, კომპოზიცია, ნახატი, რჩება ჩრდილში ისე, რომ მას საზოგადოება ვერ ეცნობა. „ბი-612“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, გარდა უკვე ცნობილი, მონატრებული ავტორების შემოქმედებაზე საუბრისა, სწორედ ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენაა. მართალია ტარდება ცალკეული კონკურსები, ღონისძიებები თუმცა ეს საკმარისი არ არის.

-როგორ ახერხებთ გადაცემისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსებას?

-ჰო (იცინის) ეს ცოტა რთული თემაა,მაგრამ ამ ეტაპზე უფლის ნებით თავს კარგად ვართმევ. ჩემი ოჯახი- დედა, მეუღლე ეს ის ადამიანები არიან ვინც მუდმივად ცდილობენ ბავშვებისა და ჩემი გრაფიკის დეტალები საუკეთესოდ დამალაგებინონ. საჯაროდ მადლობა არასდროს მითქვამს ჩემი მეუღლისთვის, რომელიც ცდილობს ჩემს საყვარელ საქმიანობაში ხელი შემიწყოს, რადგან ოჯახში ბევრი გასათვალისწინებელი ნიუანსია, რაც საკუთარ თავზე აიღო და პრობლემები შემიმსუბუქა. თანამშრომლები, მეგობრები ეს ის ადამიანები არინ, რომლებზეც ხშირად ვამბობ, რომ უფალმა გამომიგზავნა იმისთვის, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. ფაქტობრივად ბავშვები გადაღებებზე იზრდებიან და კარგი ის აქვს ამ მხარეს, რომ სახლში მისულებს დილამდე გაუტოკებლად სძინავთ და ამ დროში ვახერხებ დასვენებას.

-მარიამ სამომავლო გეგმებზეც, რომ ვისაუბროთ, გაქვთ რაიმე სიახლე,რომელსაც ახლო მომავალში განახორციელებთ?

-გადაცემის განვითარებაზე, იმაზე, რომ ის უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ბევრი მაყურებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, აქტიურად ვმუშაობ. ველოდები შემოთავაზებებს, თუმცა ამ ეტაპზე მეტი დეტალის თქმისგან თავს შევიკავებ, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოვა, მთავარია მაქვს სტიმული და ჩემი გუნდისგან მხარდაჭერა. იყო გულის ტკენაც, რთული დღეებიც სანამ გადაცემა სისრულეში მოვიდოდა თუმცა მთავარი ისაა, რომ მაყურებელმა და ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა, იმ ადამიანებმა ვისაც ხელოვნება უყვართ, უკვე შეიყვარა გადაცემა, აქვე ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ემიგრანტებს, რომ გვგულშემატკივრობენ და მათაც აუცილებლად იხილავთ ჩემს გადაცემაში, გადაცემის მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიზანია ემიგრანტთა ცხოვრების გაშუქება, რომლებიც მოგვიყვებიან საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავლილ გზებზე. მათი კომპლიმენტები მაძლიერებს, ვითვალისწინებ შენიშვნებსაც, ასე რომ სიახლეები, რა თქმა უნდა, იქნება…

-ბევრ საინტერესო სტუმარს და დიდ აუდიტორიას გისურვებთ.

-მადლობა თქვენ, დაინტერესებისთვის…

Leave a Reply