„როდესაც მსჯავრდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის გაჰყავთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, იყო წნევის გარკვეული ცვალებადობა. როდესაც გავესაუბრებით სამედიცინო პერსონალს, ბატონი სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, სასჯელს მოიხდის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, დადგენილი წესების მიხედვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება დაცული იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მისი მკურნალი ექიმი და მიმღები დაწესებულებაა.

„ჩვენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება ფორმა 100-ის საფუძველზე მივიღეთ. ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის სტატუსითაა და არა – მკურნალი ექიმის. პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია მკურნალი ექიმი და ის დაწესებულება, სადაც იმყოფება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

Leave a Reply