საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ადამიანი, 2 711 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 059 კვლევა, აქედან 26 700 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 359​ PCR-ით. 28 დეკემბერს აიცრა 11 720 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,46%-ია, ბოლო 14 დღის – 5,65%-ია, 7 დღის – 5,09%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 226 შემთხვევა;
  • აჭარა – 232;
  • იმერეთი – 304;
  • ქვემო ქართლი – 119;
  • შიდა ქართლი – 108;
  • გურია – 114;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148;
  • კახეთი – 134;
  • მცხეთა-მთიანეთი – 62;
  • სამცხე-ჯავახეთი – 46;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

Leave a Reply