Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.58%.

Leave a Reply