მამუკა მდინარაძე

„რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტი მიიღებს, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან. ამის დრო აქ ნამდვილად არ არის და ეს არის საკითხი, რომელზეც კარგი იქნებოდა რომ შევჯერებულიყავით. იმის გამო,რომ სამწუხაროდ, მხარეთა პოზიციების ამგვარად შეჯერება ვერ მოხერხდა, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ფრაქცია და ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც ახლა მე თქვენ გაგაცნობთ:

„საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“;

საქართველოს პარლამენტი,

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის
გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლებისვშეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შესაძლოა მიადგეს.

ყოველი ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრურმენტების გამოყენებით, და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არ დაშვებაში“, 

 

 

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა

Leave a Reply