ონსტანტინე ვეკუა

-ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს ნატოში გაწევრიანების 2008 წლის პლებისციტის შედეგები და პოზიცია. არ ვარ იმ აზრის მომხრე, თითქოს ჩვენი ხალხი მამა აბრამის ბატკანია, მაგრამ იქვე – სანამ ერს დაამუნათებენ პასიურობას, ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და საკუთარი თავიდან დაიწყოს. თავად თუ საკმარისად არ ვარგან და გაკეთებული მინიმუმი მაქსიმუმი ჰგონიათ, არ ნიშნავს, მართებული იყოს თავისი უნიათობის საზოგადოებისთვის შეხოცვა. ძალიან კარგადაა ასახული, თუ რა ორიენტირები აქვს ხალხს. როგორც კი გამოჩნდება სათანადო პოლიტიკური სუბიექტი, დავინახავთ, რომ ძალიან კარგადაც აქტიური ყოფილა ხალხი.

მანამდე კი საზოგადოების აქტიურობა დუმილში გამოიხატება, რაც უფრო მრავალშრიანი უნდობლობა, ობიექტურ გამოცდილებაზე დაფუძნებული, საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიციაა ე.წ. პოლიტიკური სპექტრის მიმართ და რასაც ეს უკანასკნელი ან ვერ აცნობიერებს, ან აცნობიერებს და მაინც მზაკვრობს. ვისაც ზემოთქმული არ ესმის, პოლიტიკურ სივრცეში ტყუილად აცდენს ადგილს.

Leave a Reply