შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე გუშინ მოხდა. გვიან ღამით ორი ქვეყნის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

ამ პროცესს “დიპლომატთა კლუბის” წევრი გიგი კუბლაშვილი ეხმიანება.

-გუშინ მთელი საღამო მიმდინარეობდა სამხედრო დაპირისპირება ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ამ ქვეყნების სამხედრო – სასაზღვრო ქვედანაყოფების მეშვეობით, დღეს დილიდან მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. რუსეთის ,,გავლენის ზონა” უკვე მერამდენედ აფეთქების წინაშეა, შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ყაზახეთის მოვლენებს. ამ ვითარებაში, კრემლისთვის უკრაინის მიმართულება, თუ ცენტრალური აზია აირია, ძალიან გაჭირდება. (ტაჯიკეთის ტანკები მიეშურებიან საზღვრისკენ.)

ჩვენ გიგი კუბლაშვილს გავესაუბრეთ.

-ბატონო გიგი, ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე დაძაბული ვითარების შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. რამდენად მყარია ეს შეთანხმება?

-შეთანხმდნენ, მაგრამ სიტუაცია მაინც არ არის ორდინალური. ეს ამბავი ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მეორედ ხდება.

-შეინიშნება თუ არა აქაც რუსეთის ფაქტორი?

-პუტინი ამბობს, რომ ცენტრალური აზია მისი გავლენის ზონაა, ამ დროს ამ ზონაში რა ხდება? ეს სიტუაცია ფაქტორია რუსეთისთვის, აქ არეულობა და უკრაინის მდგომარეობა ორმაგად შინებს.

Leave a Reply