გიორგი ცობეხია
იურისტი
განუსაზღვრელი ბოროტების სკივრად არის ქცეული ქართული ოცნების პირობებში ჩვენი სახელმწიფო! სრული არაკომპეტენტურობა, მართლმსაჯულების სრულად დემონოზებული და პოლიტიკურ დევნაზე ორიენტირებული სისტემა, სრული ეკონომიკური და სავალუტო კრახი, ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმი, კორუფცია! დევნილთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დავით ფაცაციას მიერ დევნილებზე თავისი ადმინისტრაციული დაკავებების დაყვედრება, კობახიძის სიძეობით, აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში ნაშოვნი მინისტრის პორტფელი. სრული დეჰუმანიზაცია. სრულიად ანტიდასავლური კურსი! სახელმწიფო მართვაში რუსული პოლიტიკური ლაიტმოტივი. ამ ყველაფრის მხარდამჭერი რუსული წარმოშობის ქართული საპატრიარქო, რომელმაც ტომოსი კიდევ ვერ წაიკითხა, წიგნიერება ყოველთვის ძულდა კგბს საპატრიარქოს!
არსაით საშველი? არის საშველი! თემურ ქორიძემ თქვა არაჩვეულებრივად! მე იმ თაობის ვარ, ვინც ნახა ფეხზე წამომდგარი საქართველო და არ არსებობს ძალა, რომელიც დამარწმუნებს, რომ საქართველოს არ აქვს მომავალი.
ფეხზე წამოდგომის დროა!

Leave a Reply