ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მარგინალური ჯგუფები და შეჭირვებული მოსახლეობა გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნის თითოეულ  მოქალაქეს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე – ასეთია  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდი ,, აფხაზინტერკონტის’’ ხედვა.

ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) უკვე 24   წელია წარმატებულად საქმიანობს დასავლეთ საქართველოს: იმერეთის,  რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ორგანიზაცია სხვა ძირითად საქმიანობებთან ერთად, მნიშვნელოვნად   უწყობს ხელს მიკრო და მცირე ბიზნესის,  ფერმერული მეურნეობის, სოფლის და სოფლის მეურნეობის  განვითარებას.

2017 წლიდან ორგანიზაცია  არის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში        ( UNDP )  გრანტიორი, ხოლო 2019 წლიდან  პარტნიორი  ორგანიზაცია  რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში და აქვს გრძელვადიანი მიმდინარე  პროექტი –  „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET).

პროექტი ითვალისწინებს ფერმერების შემოსავლების გაზრდას ს/მ-ის სფეროში არსებული ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და ხარისხიანი  საექსტენციო მომსახურებით.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ არის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი, რომელიც ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის’’.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ორგანიზაცია  არის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის  დასაქმების  ცენტრი. ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ , განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC)  თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბის დაძლევას.

სხვა მნიშვნელოვან  საქმიანობებთან ერთად, ორგანიზაცია ზრუნავს ასევე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ მდგრადობაზე  და ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაზე.  მიმდინარე  პროექტის – “ქალთა ლიდერობა და ეკონომიკური მდგრადობა რეგიონის განვითარებისთვის“  – ფარგლებში,  რომელიც ხორციელდება USAID – ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.   ორგანიზაცია  შეარჩევს დამწყებ და არსებულ მეწარმეობრივი საქმიანობით დაკავებულ  48 ქალს. მოხდება მათი შესაძლებლობების გაძლიერება, პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება, პოტენციურ კლიენტებთან და შესაძლო ინვესტორებთან დაკავშირება.

ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულია სოციალური საწარმო „აგამა“, სადაც მოყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – კენკროვანი კულტურები.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (SDC-AIC-UNDP) ხელშეწყობით,  აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

საგრანტო კონკურსის I, II, III ეტაპზე, ორგანიზაციამ რეგიონში დააფინანსა 20 ინოვაციური საგრანტო განაცხადი :

საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, როგორც ორგანიზაციის FB გვერდზე  NGO AIC ფონდი „აფხაზინტერკონტი“, ასევე jobs.ge – ზე;

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=348813

მიმდინარეობს  საგრანტო კონკურსის IV ეტაპი;

პროექტი ასევე ითვალისწინებს  PPP  მოდელის,  როგორც  საჯარო   და კერძო სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა/პარტნიორობის დანერგვა/განვითარებას რაჭა-ლეჩხუმში;

ორგანიზაციის ასეთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას განაპირობებს ფონდი „აფხაზინტერკონტის“ გუნდში არსებული   ძირითადი პრინციპები– პროფესიონალიზმი, ადამიანებზე ზრუნვა, მომსახურების მაღალი დონე, შედეგზე ორიენტირებული და გამჭვირვალე  საქმიანობა.

NGO AIC ფონდი ,, აფხაზინტერკონტის’’ გუნდს კარგად ესმის წარმატებებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის სირთულეც და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობა!

 

 

Leave a Reply